- “ევროპული” ფარი, პირველ, ბორდოსფერ ველზე ექვსი ვერცხლის (თეთრი) გადაშლილი წიგნი 2006 წელს (ან უნის ჩამოყალიბებისას) არსებულ ექვს ფაკულტეტს აღნიშნავს. წიგნებზე აწერია ის სამი თავისუფლება, რაც უნივერსიტეტს უდევს საფუძვლად: აკადემიური თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება.
- მეორე ველზე დიდი ბორდოსფერი, სწორი ჯვარია მის მიერ შემოსაზღვრულ მეოთხედებში ოთხი ბორდოსფერივე ბოლნურ-კაცხური ჯვრით. გერბზე საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახვა უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსზე მიანიშნებს.
- მესამე ველზე ანდრიას ჯვრისებურად გადაჯვარედინებული, ნახევრად ვერცხლისა და ნახევრად მეწამული ორი გასაღები აღნიშნავს უნივერსიტეტის მიერ სწავლების ხერხების ფლობას.
- მეოთხე ველზე, ბორდოსფერ ველზე სამი ბორდოსფერი ქრცვინის (დედალოსი, ყარყუმი) ბეწვშემოვლებული პროფესორის ქუდი აღნიშნავს ორი უმაღლესი სასწავლებლის, სულხან-საბა ორბელიანის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ინსტიტუტების წარსულს, მათ გაერთიანებას და ახალი უნივერსიტეტის მომავალს.
საგერბო ფარის ქვეშ სადევიზო ბაფთა ლათინური წარწერით LIGAMUS – ქართულად “ჩვენ ვაერთიანებთ”, გამოხატავს უნივერსიტეტის მოწოდებას, გააერთიანოს სწავლება და კვლევა, თავი მოუყაროს არსებულ ცოდნას, შექმნას ახალი ცოდნა და გადასცეს ის სტუდენტებსა და საზოგადოებას.