რექტორი

ნინო დობორჯგინიძე

ლინგვისტიკის დოქტორმა (1988) ნინო დობორჯგინიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996- 2000 წლებში იგი იყო „ეკდსა“ და „კაადის“ ფონდების სტიპენდიატი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში (პატრისტიკის კვლევების ინსტიტუტში); 2000-დან 2001 წლამდე ფლობდა ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო სტიპენდიას და 2002- 2003 წლებში – ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის გეორგ ფორსტერის სტიპენდიას გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში გერმანულ ენაზე მონოგრაფიის დასაწერად 2006 წელს და 2008-2012 წლებში იგი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიისა და ჰუმბოლდტის ფონდის ერთობლივ სტიპენდიებს ფლობდა. სხვადასხვა დროს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში და პროპაგანდა ფიდეს ისტორიულ არქივში, იტალიაში.

სამუშაო გამოცდილება

2022 – დღემდე
რექტორი
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2017 – 2021
რექტორის მოადგილე
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2010 – დღემდე
სრული პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2006 – 2010
ასოცირებული პროფესორი
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2004-2012
ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის მთავარი ექსპერტი
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

1983 – 2006
მეცნიერ-თანამშრომელი, ძველი ქართული ენის კათედრსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
განათლება და სამეცნიერო ხარისხები

1976 – 1981
ფილოლოგი, კლასიკური ფილოლოგიის მიმართულება
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1984-1988
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საერთაშორისო კვლევითი საქმიანობა და სტიპენდიები

2006-2014
მოწვეული მკვლევარი რამდენიმე გერმანულ უნივერსიტეტსა და Propaganda Fide-ს ისტორიულ არქივში (იტალია)
გოტინგენის მეცნიერებათა აკადემიისა და ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კვლევითი გრანტი

2002-2003
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიები გერმანულენოვან მონოგრაფიაზე მუშაობისათვის
*გოტინგენის მეცნიერებათა აკადემია

2000-2001
საერთაშორისო სტიპენდია
ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი

1996-2000
სტუმარი-მკვლევარი გოტინგენის მეცნიერებათა აკადემიის პატრისტიკის ინსტიტუტში
EKD/KAAD სტიპენდია